საქართველოს თავდაცვის მინისტრს ალბანეთის პარლამენტის სპიკერმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ყურდღება საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზეც გაამახვილდა. პარლამენტის სპიკერმა ილმირ მეტამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ურთიერთობების გარღმავების მიზნით ალბანეთის პარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ იქმნება. სპიკერის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების პირობებში და ნატოს ვარშავის სამიტამდე უმნიშვნელოვანესია ალბანეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს პარლამენტის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში უნდა გამოიხატოს.