საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც შეხვედრისას ნიკო ფელეშმა განაცხადა, დადგა დრო, მხარეებმა მეტ თანამშრომლობასა და საერთო პრობლემებთან ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლაზე იზრუნონ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პრემიერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ალბანეთის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა. ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მონაწილეობასა არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ალბანეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰალილ ჰისენისაც შეხვდა.