იმ სამხედროებს, რომლებმაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს და ჯერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ აქვთ, შეღავათები დაუწესდებათ. კერძოდ, ისინი 6000 ლარამდე დასაბეგვრი შემოსავლის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებიან. საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცლილების შეტანის თაობაზე იმჯელებენ დღეს საფინანსო საბიუეჯტო კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი დაახლოებით 55 სამხედროზე გავრცელდება. დაუბეგრავი საშემოსავლო გადასახადი ჯამში კალენდარული წლის განმავლობაში დაახლოვებით 66000 ლარს შეადგენს.