დღეს, 14 დეკემბერს, 14:30 საათზე, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ვიდეორგოლების კონკურსის „თანამედროვე გმირები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებენ.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორეპორტაჟები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება აგვისტოს ომის გმირების მიმართ.