დაღესტნის სერგოკალისნსკის რაიონში სადაც ამჟამად ალყაში მოქცეული სამართალდამცავებისა და ბოევიკების ბრძოლა მიმდინარეობს ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 8 სამართალდამცავი.
"წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებულია სამართალდამცავების ავტომობილი, რომელიც აფეთქების შემდეგ დაცხრილეს. ავტომობილში მყოფი 8 სამართალდამცავი გარდაცვლილია. ასევე არიან დაჭრილები და კონტუზია მიღებულები", _ იუწყება რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, სულ კოლონაში რომელიც ბოევიკების თავდასხმის ობიექტი გახდა 40 სამართალდამცავი იყო.