დაღესტანში უცნობმა პირებმა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის "ბილაინის" სადგური და რესპუბლიკის სატელევიზიო ანძა ჯერ დაცხრილეს, შემდეგ კი ააფეთქეს. მეტიც, რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცავები ალყაში მოხვდნენ.
დაღესტნის შს სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ბოევიკები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. მისივე ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ბრძოლა ამჟამადაც მიმდინარეობს.