საქართველოს თავდაცვის უწყებას ნატოს ცენტრალური რეგისტრის ხელმძღვანელი კეტრინ გერთი ეწვია. კეტრინ გერთი თავდაცვის სამინისტროს საქართველოში არსებული რეგისტრის ერთიანი კოორდინირებული სისტემის წარმომადგენლებს ნატოს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა და მათ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა.
ნატოს ცენტრალური რეგისტრის ხელმძღვანელმა ნატოში ცენტრალური რეგისტრის პრაქტიკული ასპექტების და ამ კუთხით ნატოს პოლიტიკაზე ისაუბრა და ყურადღება ნატოში ინფორმაციის მართვის ასპექტებზეც გაამახვილა.
პრეზენტაციის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა. სემინარს კეტრინ გერთთან ერთად უძღვებოდნენ ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანკ მიჩევსკი და აღნიშნული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები.