ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მოთხოვნა სიცრუის დეტექტორის გამოყენების თაობაზე, ვერ დაკმაყოფილდება.
,,საქმის არსებითი განხილვისას სიცრუის დეტექტორის გამოყენებით მოწმეებისა და ბრალდებულის დაკითხვის პრაქტიკა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალულია’’, - ამის შესახებ ოქროპირიძის საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბრალდებულმა ოქროპირიძემ სიცრუის დეტექტორის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა განმარტა, რომ ასეთი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს და არც ის არის ცნობილი ასეთი მოწყობილობა რამდენად სანდოა და არსებობს თუ არა ქვეყანაში.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, დათუნა მოდებაძემ განაცხადა, რომ სიცრუის დეტექტორის გამოყენება კანონით არ არის აკრძალული.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ოქროპირიძემ სასამართლოს შესთავაზა სიცრუის დეტექტორის გამოყენება, რომელიც მის მეგობარს აქვს.
სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.