ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში საქართველოს გვერდით დგას. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, საქართველოს ყველა ფორმატში დაუჭიროს მხარი.
თინათინ ხიდაშელმა მევლუთ ჩავუშოღლუს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. იგი თურქეთის ახალი მთავრობის წევრია და ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაინიშნა.