თინა ხიდაშელმა მონაწილეობა გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო. სესიაზე - „უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში: სად მთავრდება ევროპის თავისუფლების ზონა“ თავდაცვის მინისტრთან ერთად სიტყვით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების საკითხში ჯეიმი ში გამოვიდა. დისკუსიას მოდერატორობას გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი იან ლესერი უწევდა. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთის ქმედებები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ქვეყნის მოლოდინები იყო.