საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მნიშვნელოვნად შეაფასა საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა. ხიდაშელმა ყურადღება კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.