„სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესტუმრა.
„თანამედროვე ისლამური სამყარო“ - ასე ეწოდებოდა ლექციას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს წაუკითხა.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერები „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობით, ბრძოლის მეთოდებით და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით დაინტერესდნენ.