კანადისა და აშშ-ის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სტუმრობს. ბერლინში ვიზიტი თინათინ ხიდაშელმა გერმანულ ფონდებში ექსპერტებთან შეხვედრებით დაიწყო. თავდაცვის მინისტრს კოერბერის ფონდში ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელმა, ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა ნორა მიულერმა უმასპინძლა. მან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს კოერბერის ფონდის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში გერმანიის მონაწილეობის საკითხს. შეხვედრაზე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთთან ურთიერთობებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ტერორიზმის საფრთხეზე. კოერბერის ფონდის შემდეგ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკისა და მეცნიერების ფონდის (SWP) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო და გერმანელ ექსპერტებს გაესაუბრა.
„შესაძლებლობა მოგვეცა გერმანიის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაგვევლო პრაქტიკულად ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონს, ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით აწუხებს. უმნიშვნელოვანესი არგუმენტები მოვისმინეთ და გვქონდა შესაძლებლობა, ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გაგვეცვალა განწყობები და ძირითადი არგუმენტები. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს დავიწყეთ ძალიან პროდუქტიული იქნება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიტანოთ ჩვენს ექსპერტებსა და გერმანელ ექსპერტებს შორის აზრთა რეგულარული გაცვლა-გამოცვლა“,- განაცხადა თინათინ