სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე საელჩოში მივიდა და საქართველოს თავდაცვის უწყების სახელით, სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტის კიმ იონგ-სამის გარდაცვალების გამო, კორეელ ხალხს მიუსამძიმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი კიმ იონგ-სამი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1993-1998 წლებში იკავებდა.