ყოველთვის, როცა ქართველები ამბობდნენ, რომ უკრაინა იქნება შემდეგი, დაგვცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ხალხი აკვიატებული იდეებით , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველომ დაამტკიცა, რომ მართალი იყო.
რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომები, სირიაში შექმნილი ვითარება ტერორიზმი და პრობლემების რუსეთთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიების მართებულობა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ფორუმზე მოწვეულ აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარა.
მინისტრის თქმით, თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა რუსეთი, ევროპას გამოცდას, მისთვის ყველაზე უხერხულ გეოგრაფიულ არელაში მოუწყობს.
"მათ ეს განხორციელეს ყველგან - პატარა თუ უფრო მოზრდილ ქვეყანაში ნატოს საზღვართან, უკრაინაში, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ევროპის ცენტრში... თუ ვინმეს შეეძლო და ამბობდა, რომ რომ საქართველო არ არის ასეთი ადგილი, რომ ის ევროპაც კი არ არის, დღეს, რუსეთი, უკვე აქ არის, ძალიან ახლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეზობლად, ნატო-ს მეზობლად... თუ ჩვენ ყველანი, იქ (უკრაინა, სირია), დავმარცხდებით მაშინ შემდეგი რუსეთის შემდეგი ცდა იქნება უფრო მასშტაბური და დიდი - დარწმუნებული ვარ, ისინი მე-5 მუხლის ბარიერის გადაკვეთას ეცდებიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ გამოწვევა გამოგიგზავნონ ზუსტად იქ კარის ზღურბლზე და დაელოდებიან თქვენს რეაქციას", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თქმა იმისა, რომ სირიის პრობლემის გადაჭრა მსოფლიოს, რუსეთის გარეშე არ შეუძლია - როგორც ეს ბევრი ევროპელი ლიდერისგან ისმის, ეს მოსკოვისთვის სუსტი და არასწორი მესიჯის გაგზავნის ტოლფასია, რომელიც ვლადიმერ პუტინს მხოლოდ აძლიერებს. კრემლში მესიჯების აღქმა განსხვავებულია. მინისტრის თქმით, საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა მწვანე შუქი და ღია მოსაწვევია.
"ეს იქნება ღია მოსაწვევი რუსეთისთვის. კრემლში თქვენს ამ გზავნილს სხვაგვარად აღიქვამენ. თუ ისინი თქვენს ტერიტორიაზე გამოგიგზავნიან ამ გამოცდას, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხის გაცემას. იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით საკმარისად კარგი და ძლიერები მარტო მათ გარეშე", – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინათინ ხიდაშელის გამოსვლის ტექსტი თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.