აზღვრის კონტროლი მკაცრდება, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ელემენტების," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. როგორც ხიდაშელი აცხადებს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე კონკრეტული ამოცანები განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილებები.
ხიდაშელს დღეს დეტალებზე არ უსაუბრია თუმცა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება საზღვრის კონტროლი.
"მყისიერ საფრთხეს არ ველოდებით. ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში პარტნიორებთან სრულ სინქრონიზაციაში. რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით. საზღვრის კონტროლი მკაცრდება, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ელემენტების. ამისთვის კონკრეტული გეგმები არსებობს,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.