პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეებს ხვდება.
სესიაშვილი სტუმრებს თავდაცვის კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აცნობს.
შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა საფრაგეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო და ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან ერთად დაღუპულთა სულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
პარლამენტში აღნიშნული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.