საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში მომხდარ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია
“ვწუხვარ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ამ საშინელ ტრაგედიას ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს'', - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.