თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სტუმრობდა. აკადემიის პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციას სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია და სასწავლო პროგრამები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.