საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. დავით ებრალიძემ ისრაელის ექსპრეზიდენტის იცხაკ ნავონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და თავდაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იუვალ ფუქსსა და ებრაელ ხალხს მიუსამძიმრა.
ისრაელის მეხუთე პრეზიდენტი იცხაკ ნავონი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1978-1983 წლებში იკავებდა.