ლიტვაში ნატოს ეგიდით მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „Iron Sword 2015“ დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის ოფიცრები ვიცე-პოლკოვნიკები მამუკა მჭედლიძე, იოსებ მაისურაძე და მალხაზ შავაძე საერთაშორისო სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.
სწავლებაში, რომელიც გენერალ სილვესტრას ჟუკაუსკასის საწვრთნელ ბაზაზე პაბრეიდში მიმდინარეობს, ქართველ ოფიცრებთან ერთად 2 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული 9 ქვეყნიდან: კანადა, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
„Iron Sword 2015“ მიზნად ისახავს ნატოს მეკავშირე ძალების კოორდინირებულად მოქმედებასა და მზადყოფნას, რათა განახორციელონ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები.
სწავლების ფარგლებში, ქართველი ოფიცრები ლიტვისა ეროვნული თავდაცვითი მოხალისეთა ძალების შტაბის წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ასევე რეზერვის ჩართულობას კიბერუსაფრთხეობის სფეროში.