ხვალ, 10 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" გაიხსნება. კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯიჰან სულთანოღლუ.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრება.
15:15 საათი - საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფოტო-გამოფენას “გენდერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ უმასპინძლებს.
15:45 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონფერენციის მესამე თემატურ სესიაში „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების პოზიტიური ცვლილებებისთვის“ მიიღებს მონაწილეობას. სიტყვით გამოსვლისას თინათინ ხიდაშელი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლზე, თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიაზე, ბრიგადების დონეზე გენდერის საკითხებში მრჩევლების დანიშვნასა და ქალი სამხედროების მონაწილეობაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.