საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ამერიკის საზღვაო აკადემიას და ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტს ეწვევა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმ ქართველ სამხედროებსაც შეხვდება, რომლებიც, სწორედ, საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის ინსტიტუტში სწავლობენ.
ანა დოლიძე მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ აკადემიაში სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს დემოკრატიის ეროვნულ ფონდსა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, კვირის ბოლოს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.