საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ მრჩეველს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ალექსანდრა ლუის პოლს უმასპინძლა.
ალექსანდრა ლუის პოლი თავდაცვის სამინისტროში საქმიანობას, ოფიციალურად, 1 ნოემბრიდან შეუდგა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბესიკ ლოლაძე ბრიტანელ მრჩეველს საკუთარ საკურატორო თემებსა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებზე ესაუბრა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებიც განიხილეს.
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი, ალექსანდრა ლუის პოლი სამუშაოდ სამი წლის ვადით მოავლინა. მან აღნიშნულ პოზიციაზე სტივენ გლოვერი შეცვალა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყოფილ მრჩეველს გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.