თინათინ ხიდაშელმა რუმინეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თინათინ ხიდაშელმა რუმინელ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც რუმინეთი საქართველოს მიმართ სხვადასხვა სფეროში გამოხატავს.
რუმინულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა და 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეხვედრას საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დუმიტრუ ბადეა დაესწრო.