„საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შეიარაღებული ძალებში სამი დეცენტრალიზებული ცენტრის შექმნაზე ისაუბრა.
„2008 წლის საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის ანალიზს სამინისტროში სისტემატურად კეთდება, უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის კომპონენტის შემოტანა ჯარში. თუკი შეიარაღებული თავდასხმის პირობებში ქვეყანა შუაზე გაიყო (რაც 2008 წელს უკვე ვნახეთ), დასავლეთ საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება. სწორედ სამ ცენტრში მოიყრის თავს ყველა პარტარ-პატარა ბაზა. გამოდის, რეალურად მივიღებთ სამ დეცენტრალიზებულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც არ იქნება თბილისში ერთ სარდლობაზე დამოკიდებული.