საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც რამდენიმე დღეში წარდგება თავდაცვის უწყება საზოგადოების წინაშე - „ჰაუპტვახტების“ ანუ ნაკლებეფექტური ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაა. თავდაცვის სამინისტრო 6-თვიანი კვლევის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს, რომელიც განაწესის და დიციპლინის დამრღვევი სამხედრო-მოსამსახურეების მიმართ ფინანსური სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და მკაცრი პრევენციული ზომების მიღება, რათა გადაცდომების შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ. სამხედრო-მოსამსახურეებს უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება და მოლოდინი, რომ დარღვევებზე სასჯელი სერიოზული იქნება. ჯარში არავითარი ადმინისტრაციული პატიმრობა აღარ იარსბებს. „ჰაუპტვახტები“ არ არის ეფექტური სანქცია, ამიტომ მის გაუქმების პარალელურად, გამკაცრდება ფინანსრული სანქციები იმ გადაცდომებზე, რომლისთვისაც დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება“.