საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულის უფროს სერჟანტს ფირუზ მსხვილიძეს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მედალი გადაეცა.
ქართველი სამხედრო აშშ-ის საზღვაო ძალების მდივნის სახელით აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ქენეთ მაქკენზიმ დააჯილდოვა.
უფროსი სერჟანტ ფირუზ მსხვილიძეს მედალი საბრძოლო მოვალეობების შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისთვის გადასცეს. იგი 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე ავღანეთში რეგიონულ სარდლობა „სამხრეთ-დასავლეთის“ დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.