თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიჩნევს, რომ სარეზერვო სამსახური 21–ე საუკუნის გამოწვევების შესაბამისი უნდა იყოს.
როგორც ჟურნალისტებს ხიდაშელმა განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო პროფესიული რეზერვის ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც 2016 წელს იქნება მზად.
მისი თქმით, ახალი გამოწვევები არსებობს, რადგან მთელი მსოფლიო ჰიბრიდულ ომზე საუბრობს.
„ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა ატარებს, ჰიბრიდული ომის საპასუხო ქმედება უნდა იყოს და არა სტანდარტული - მე–20 საუკუნის. სტერეოტიპული წარსულია, რომ რეზერვში აუცილებლად ფორმა უნდა გეცვას, ავტომატი გეჭიროს და მინდოში საბრძოლველად იდგე. რეზერვი 21–ე საუკუნე მაქსიმალურად ინოვაციურ მიდგომას ითხოვს. კიბერუსაფრთხოებისთვის რეზერვში გაწვეულები იქნებიან IT სფეროში მომუშავე პირები“, - განაცხადა ხიდაშელმა.