თავდაცის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სახელმწიფო ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევს, თუმცა, ისინი სინამდვილეში, ყარაულის ფუნქციას ასრულებენ.
როგორც თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხიდაშელმა განაცხადა, არ შეიძლება, გაწვევა დარჩეს.
„ჩვენ ახალგაზრდებს ჯარში ვიწვევდეთ, სინამდვილეში კი, ისინი ყარაულში გვყავს გაწვეული. არ შეიძლება, რომ ეს დავტოვოთ, რადგან ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას წყდებიან, რათა ყარაულში იყვნენ და არა - სამშობლოს სამსახურში. ისინი ხვალ და ზეგ, იმ იმ მიზნებისა და ამოცანებისთვის გამოსადეგი არ არიან, რასაც სინამდვილეში გაწვევა უნდა ხდებოდეს. ამიტომ თუ გაწვევას ვტოვებთ, მაშინ ის რეალურად იმ ამოცანებზე პასუხი უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას აქვს. თუ ახალგაზრდებს ვიწვევთ და მათ საბრძოლო ოპერაციებისთვის ვამზადებთ, ისინი შემძლე უნდა იყვნენ, რომ ხვალ საკუთარი ქვეყანა დაიცვან“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრის მოსაზრებით, თუ გაწვევა დარჩება, მაშინ ვადები უნდა გადაიხედოს.
„მნიშვნელოვნად შეიძლება ის ვადები გავანახევროთ, რომელიც ამ წუთას გვაქვს. იყოს არა ერთ წლიანი, არამედ 6 თვიანი“, - დასძინა მინისტრმა.