სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეჟისორ ბაჩო მიქაძის ფილმის, „კრიმინალების“ ჩვენება გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კინოჩვენებას ფილმის პროდიუსერები: დავით გურიელი და ირაკლი ჩიქავა, ასევე, მსახიობები: გიგი მიგრიაული და გიორგი გურგულია დაესწრნენ.
ხონის II საარტილერიო ბრიგადაში დაარსებიდან 7 წლის იუბილე აღინიშნა. ბაჩო მიქაძის ფილმის ჩვენებაც, სწორედ, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო.
მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტენსიურად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.