აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ვკონცერტი 31 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი საიუბილეო კონცერტზე სამხედრო მოსამსახურეების დასწრებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებში ჯარის აქტიური ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.