დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში მოვლენილი ძირითადი ჯგუფის წევრებთან, ნატოს ექსპერტებთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ თემას არსებითი პაკეტის განხორციელება წარმოადგენდა. ნატოს მხარემ პაკეტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ინიციატივების შესრულების დეტალური ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა. მხარეებმა აღნიშნეს ნატო-საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პროგრესი და ალიანსის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობა პაკეტის განხორციელების პროცესში.