22-27 ოქტომერს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საზღვაო ქვეითთა მე-40 მარათონი ჩატარდა. მარათონში მონაწილეობა ამერიკელმა, ბრიტანელმა, ავსტრიელმა, კანადელმა, დანიელმა და წელს პირველად, ქართველმა და ლიტველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან 30 000 ადამიანი, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები იღებენ. საერთაშორისო მისიებსა და აგვისტოს ომში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა, უფროსმა სერჟანტმა პაატა ჯიბუტმა, კაპრალმა ბესიკ გოგობერიშვილმა, კაპრალმა ლევან კვანჭიანმა, კაპრალმა ტრისტან ჩიტიძემ, უფროსმა სერჟანტმა ლაშა ხურციძემ წარმატებით ისპარეზეს.
მარათონი მიზნად ისახავს სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტის დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას, მათზე ზრუნვას. შეჯიბრის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამერიკულ-ბრიტანული ორგანიზაცია „მოკავშირე ძალები“, რომლის პრიორიტეტს დაშავებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო პირების საზოგადოებაში სრულფასოფანი ინტეგრაცია და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
მარათონის ფარგლებში, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები და სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო ქვეითი ძალების კომენდანტმა გენერალმა რობერტ ნელერმა მიიღო.