საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მოუწოდა ვარშავის სამიტზე, რუსეთის მიმართ, ძლიერი გზავნილები გაჟღერდეს. თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ
საქართველო ვარშავის სამიტს დიდი ოპტიმიზმით უყურებს.
"თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, სჯერა, რომ ალიანსი თამამად მიიღებს საქართველოს თავის რიგებში.
,,ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის - საქართველო მზად არის ნატოსთვის," – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
"ჰოლიდეი ინნში" სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება.