საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ნატო-ს წევრობის ერთგული და მყარი კანდიდატი.
"საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ სამწუხაროდ დანაკარგებშიც გამოიხატება. ასევე უფრო მეტად აისახება ნატო საქართველოში. იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ელოდებიან დეკემბრის მინისტერიალს, რათა განიხილონ ეს პროგრესი.