საქართველოში ნატოს კვირეული იწყება. ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ლექციები, კონფერენციები და შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ნატოს კვირეული ჩვენს ქვეყანაში მერვედ ტარდება და მასში საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.