ნატოს კვირეულის ფარგლებში თბილისს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია. ის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთოხების კონფერენციას დაესწრება. ამის შემდეგ აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდება. თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლებს. ჯეიმს აპატურაი შიდა ქართლსაც ესტუმრება, სადაც გორში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალ რეგიონულ ოფისს გახსნის. დაგეგმილია აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.