აშშ ელჩის მასპინძლობით ბათუმში ამერიკულ სამხედრო გემზე საზეიმო მიღება გაიმართა. ხომალდ „პორტერზე“ თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი და ადგილობრივი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემის შემოსვლა უსაფრთხოების გარანტიაა. იან კელის თქმით კი, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას შავი ზღვის არეალში. ამერიკული ხომალდი შავი ზღვის ბათუმის აკვადორიას დღეს დატოვებს.