საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. დაღუპული კაპრალი გურამ კომლაძე პირველი ქვეითი ბრიგადის მე- 12-ე ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მისი ცხედარი 2 დღის წინ სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.