დღეს, 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვიქტორ მუჟენკო წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრება და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მოინახულებს, რომლებიც ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადიან.
უკრაინელ გენერალთან ერთად წეროვანში გაემგზავრებიან ასევე გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ოპერაციების მხარდაჭერისა და განვითარების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკლი თეიმურაზ ზავრაშვილი და საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, პოლკოვნიკი ზურაბ ფოჩხუა.