საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონია საქართველოს, აშშ-სა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.