საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის სპიკერი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პროექტების მენეჯერი ნატალია მიქელაძე იყო. სწავლების მიზანს სამინისტროს თანამშრომელთათვის პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
სპიკერის პრეზენტაციის შემდეგ სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდა, როგორიცაა: ვიდეოთვალთვალი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, საჯარო დაწესებულების ვალდებულება პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სფეროში და ამ კუთხით, პრაქტიკაში დანერგილი სიახლეები.