ნატოს სამხედრო საბჭომ ალიანსის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს სამხედრო საბჭო მიესალმება საქართველოს მიერ ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში შეტანილ წვლილს.
"ავღანეთში გაგზავნილი ჯარის რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ქვეყანაა ნატოს პარტნიორებს შორის", _ ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბების წარმომადგენლებთან შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებს მოგვიანებით ანდრეს ფოგ რასმუსენიც შეუერთდა და ნატოს ტრანსფორმაციასა და რეფორმირებასთან დაკავშირებულ მიზნებზე ისაუბრა.