საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. სამხადროები როტაციის წესით 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პარალელურად, 22-ე ბატალიონთან ერთად, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც ჩავიდა. ქართველი სამხედროები აშშ არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში "მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიის” ფარგლებში 6 თვის გნმავლობაში დარჩებიან.