თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი „ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხე“ მიმდინარეობს. ტრენინგის მიზანს მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომისა და საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მსმენელები საინფორმაციო ოპერაციების არსისა და მისი შემადგენელი ელემენტების ორგანიზების თავისებურებებს, თანამედროვე მიდგომებისა და ხერხების უპირატესობებს ეცნობიან.
ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს, რომელიც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ეხება. საუბარი ასევე შეეხო იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, რომელიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს უკავშირდება.
პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებულ სემინარს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები უძღვებიან. „ჰიბრიდული ომის“ თემატიკაზე თავდაცვის უწყების თანამშრომლებს სემინარი პირველად ჩაუტარდათ.