საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, ბრიტანული ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაღუპული სამხედროების გამო მწუხარებას გამოთქვამს და კოალიციის სარდლობასა და ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სამძიმარს უცხადებს.
„სამწუხარო ამბავი მივიღეთ ავღანეთიდან. ჩვენი მოკავშირეების, ბრიტანელების ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომის დროს კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაეღუპათ ხუთი და დაეჭრათ ასევე ხუთი მებრძოლი. კოალიციის თითოეული ჯარისკაცის დაჭრა ან დაღუპვა ძალიან მძიმეა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თავად სარდლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავგზავნეთ სამძიმრის წერილი სამხედრო ატაშეს სახელზე, ასევე, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში“, - განცხადა გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ.