საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება. მინისტერიალი ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ გაიმართება. თინათინ ხიდაშელი ბელგიაში გამთენიისას გაემგზავრა. ბრიუსელში შეხვედრები შედგება ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ პეტრ პაველთან. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.