საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. სიმ სალისტემ სასწავლო ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მოგვიანებით, ესტონელმა სტუმარმა სიმულაციური ცენტრები დაათვალიერა და სამხედრო ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი უკვე შეხვდა გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ ბესიკ ხატიაშვილს. ესტონელი სტუმარი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსაც ესტუმრა.