საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებმა ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე პერსონალურ მონაწემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნები განიხილეს. მონაწილეებმა პრაქტიკულ მაგალითებზე, სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასა და მათ გამოცდილებაზეც იმსჯელეს.
ინსპექციის აპარატის პროექტების მენეჯერის ნატალია მიქელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.